Thai Vibes 🌴🇹🇭- ჯგუფური ტური 2027 · ბანგკოკი, ფუკეტი, Phi Phi , Maya Bay

🗓️ 27 იანვარი - 5 თებერვალი 2027

🗓️ 22 თებერვალი - 3 მარტი 2027

ტაილანდის ჯგუფური ტური 2027 · ბანგკოკი, ფუკეტი, Phi Phi-ის კუნძულები და Maya Bay 🇹🇭

ავიაბილეთი ·8 ღამე 5* სასტუმროები · ექსკურსიები · ქართულენოვანი გიდი-გამყოლი
5 900 ₾ ერთ ადამიანზე

🇹🇭 ტურის ფარგლებში მოვინახულებთ

ბანგკოკი · სასახლეები, ტაძრები და ბაზრები

  • Grand Palace — ბანგკოკის სამეფო სასახლის ოქროსფერი კოშკები, ეზოები და მორთული ფასადები.

  • Wat Phra Kaew — სამეფო სასახლის კომპლექსში მდებარე ზურმუხტის ბუდას ტაძარი.

  • Wat Pho — ტაძარი, სადაც 46-მეტრიან მწოლიარე ბუდას ვნახავთ.

  • Wat Arun — მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ ნაპირზე აღმართული, ფაიფურის მოზაიკით გაფორმებული განთიადის ტაძარი.

  • Maeklong Railway Market — ადგილობრივი მატარებლით ბაზრისკენ გავემგზავრებით და ადგილზე ვნახავთ, როგორ კეცავენ მოვაჭრეები დახლების გადახურვებს მატარებლის გავლის წინ.

  • Damnoen Saduak Floating Market — ტრადიციული გრძელკუდიანი ნავით არხებში გავისეირნებთ და წყალსატევზე მოწყობილ მცურავ ბაზარს მოვინახულებთ.

ფუკეტი · ხედები, ტაძრები და ძველი ქალაქი

  • Karon Viewpoint — ერთი გადასახედიდან დავინახავთ Kata Noi-ის, Kata-სა და Karon-ის სანაპიროებს.

  • Big Buddha — მთაზე აღმართული დიდი თეთრი ბუდა და ხედები ფუკეტის სამხრეთ ნაწილზე.

  • Wat Chalong — ფუკეტის ერთ-ერთი მთავარი ბუდისტური ტაძარი, გამორჩეული ტაილანდური არქიტექტურით.

  • Old Phuket Town — ფერად ისტორიულ ქუჩებში ფეხით გავივლით. თავისუფალი დრო გვექნება სადილისთვის, კაფეებისა და პატარა მაღაზიების დასათვალიერებლად.

  • Bangla Road · პატონგის საღამოს ცხოვრება
    თავისუფალ საღამოს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაისეირნოთ პატონგის ცნობილ Bangla Road-ზე. საღამოს ქუჩა ნეონის განათებით, ბარებითა და ცოცხალი მუსიკით ივსება. ეს პატონგის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ხალხმრავალი ქუჩაა.

Phi Phi-ის კუნძულები · Maya Bay და ფირუზისფერი ლაგუნები

    • Bamboo Island — თეთრი ქვიშის სანაპირო და დრო პლაჟზე დასასვენებლად.

    • Phi Phi Don — კუნძულზე ბუფეტის სადილი და თავისუფალი დრო ადგილობრივ ბაზარში გასასეირნებლად.

    • Monkey Beach — კლდეებით შემოსაზღვრულ სანაპიროს კატამარანიდან დავათვალიერებთ. თუ გაგვიმართლებს, ნაპირზე მაიმუნებსაც დავინახავთ.

    • Pileh Lagoon — ფირუზისფერი ლაგუნა, რომელსაც მაღალი კირქვის კლდეები გარს აკრავს.

    • Viking Cave — კლდოვან მღვიმეს ზღვიდან დავათვალიერებთ. მსურველებისთვის სნორკელინგის გაჩერებაც გვექნება, თუ ზღვის პირობები საშუალებას მოგვცემს.

    • Maya Bay — ფილმიდან The Beach ცნობილი ყურე. ნაპირზე გადასვლა ზღვის პირობებსა და ეროვნული პარკის წესებზეა დამოკიდებული.

    • Maiton Island — ფუკეტისკენ დაბრუნებისას კუნძულს კატამარანით ჩავუვლით და ბორტზე მსუბუქ BBQ-ს მივირთმევთ.

მოგზაურობის პროგრამა🇹🇭

დღე 1 · გამგზავრება თბილისიდან

საღამოს თბილისიდან Qatar Airways-ით გავფრინდებით. საერთაშორისო ავიაბილეთში შედის 7 კგ ხელბარგი და 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

დღე 2 · ჩაფრენა ბანგკოკში

ბანგკოკში დაახლოებით 13:00-ზე ჩავფრინდებით. აეროპორტში ტრანსპორტი დაგვხვდება და The Berkeley Hotel Pratunam-ში მიგვიყვანს. საღამო თავისუფალია დასვენებისა და Pratunam-ის უბანში გასეირნებისთვის.

დღე 3 · სამეფო სასახლე და ბანგკოკის ტაძრები

მოვინახულებთ სამეფო სასახლესა და ზურმუხტის ბუდას ტაძარს (Wat Phra Kaew). შემდეგ Wat Pho-ში ვნახავთ 46-მეტრიან მწოლიარე ბუდას. მდინარე ჩაო ფრაიას მეორე ნაპირზე გადავალთ Wat Arun-ის სანახავად, რომლის კოშკებიც ფაიფურის მოზაიკითაა გაფორმებული.

დღე 4 · მატარებლის ბაზარი და მცურავი ბაზარი

ადგილობრივი მატარებლით Maeklong-ის ბაზრისკენ გავემგზავრებით. ადგილზე ვნახავთ, როგორ კეცავენ მოვაჭრეები დახლების გადახურვებს, როცა მატარებელი ბაზრის შუაგულში გადის. შემდეგ ტრადიციული გრძელკუდიანი ნავით არხებში გავისეირნებთ და Damnoen Saduak-ის მცურავ ბაზარს მოვინახულებთ.

დღე 5 · შიდა ფრენა ბანგკოკიდან ფუკეტში

ტრანსპორტი ბანგკოკის სასტუმროდან აეროპორტში მიგვიყვანს. ფუკეტში ჩაფრენის შემდეგ ტრანსფერი დაგვხვდება და Radisson RED Phuket Patong Beach-ში განვთავსდებით. დღის დარჩენილი ნაწილი თავისუფალია.

დღე 6 · ფუკეტის ხედები, ტაძრები და ძველი ქალაქი

ექსკურსია სასტუმროს კარიდან აყვანით დაიწყება. Karon Viewpoint-იდან ფუკეტის სამ სანაპიროს ერთ ხედში დავინახავთ. შემდეგ მოვინახულებთ მთაზე აღმართულ დიდ თეთრ ბუდას (Big Buddha) და Wat Chalong-ის ტაძარს. Old Phuket Town-ში ფერად ისტორიულ ქუჩებს ფეხით გავივლით და თავისუფალი დრო გვექნება სადილისთვის. ექსკურსიის ბოლოს ტრანსპორტი სასტუმროში დაგვაბრუნებს.

დღე 7· თავისუფალი

დღე 8 · Phi Phi-ის კუნძულები და Maya Bay

დილით სასტუმროს კარიდან აგიყვანთ და ნავმისადგომამდე მიგიყვანთ. იქიდან ჩქაროსნული კატამარანით გავემგზავრებით.

  • Bamboo Island — თეთრი ქვიშის სანაპირო და დრო პლაჟზე დასასვენებლად.

  • Phi Phi Don — ბუფეტის სადილი კუნძულზე და თავისუფალი დრო გასასეირნებლად.

  • Monkey Beach — სანაპიროს კატამარანიდან დავათვალიერებთ. თუ გაგვიმართლებს, ნაპირზე მაიმუნებსაც დავინახავთ.

  • Pileh Lagoon — ფირუზისფერი ლაგუნა კირქვის მაღალ კლდეებს შორის.

  • Viking Cave — კლდოვანი მღვიმის დათვალიერება ზღვიდან. მსურველებისთვის სნორკელინგი, თუ ზღვის პირობები საშუალებას მოგვცემს.

  • Maya Bay — ფილმიდან The Beach ცნობილი ყურე. ნაპირზე გადასვლა დამოკიდებულია ზღვის პირობებსა და ეროვნული პარკის წესებზე.

  • Maiton Island — ფუკეტისკენ დაბრუნებისას კუნძულთან გავივლით და ბორტზე მსუბუქ BBQ-ს მივირთმევთ.

ნავმისადგომზე ტრანსპორტი დაგვხვდება და Radisson RED-ში დაგვაბრუნებს. ორმხრივი ტრანსფერი, კატამარანით მგზავრობა და ბუფეტის სადილი ტურის ფასში შედის.

დღე 9· თავისუფალი

დღე 10· გამოფრენა ფუკეტიდან

ტურის ბოლო დღეს სასტუმროდან ტრანსფერით ფუკეტის აეროპორტში მივალთ და Qatar Airways-ით გამოვფრინდებით.

ტურის ფასში შედის

  • Qatar Airways-ის საერთაშორისო ავიაბილეთები — ჩაფრენა ბანგკოკში და გამოფრენა ფუკეტიდან

  • 7 კგ ხელბარგი და 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი საერთაშორისო რეისებზე

  • შიდა ავიაბილეთი ბანგკოკი → ფუკეტი

  • ყველა აეროპორტის ტრანსფერი, მათ შორის შიდა ფრენისას ბანგკოკის სასტუმროდან აეროპორტში და ფუკეტის აეროპორტიდან სასტუმროში

  • 3 ღამე The Berkeley Hotel Pratunam 5★ Bangkok -ში, ბანგკოკში, საუზმით

  • 5 ღამე Radisson RED Phuket Patong Beach 5★ -ში, ფუკეტზე, საუზმით

  • 4 ექსკურსია

  • პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსიების დროს ყველა ფასიანი შესასვლელი ბილეთი

  • Phi Phi-ის ტურზე ჩქაროსნული კატამარანით მგზავრობა, სადილი და სასტუმროდან ორმხრივი ტრანსფერი

  • სამოგზაურო დაზღვევა

  • ქართულენოვანი გიდი-გამყოლი თბილისიდან, მოგზაურობის სრული პერიოდის განმავლობაში

თავისუფალი დღეები ფუკეტზე

ფუკეტზე დარჩენილი დღეები თავისუფალია. შეგიძლიათ დაისვენოთ პატონგის სანაპიროზე ან სურვილისამებრ აირჩიოთ დამატებითი ექსკურსია ცალკე საფასურად.

დაჯავშნა

ტურის ფასი — 5 900 ₾ ერთ ადამიანზე

დასაჯავშნად მოგვწერეთ „ტაილანდი“ ან დაგვიკავშირდით.

☎️ 574 22 55 55 · 574 48 88 88
✉️ sales@lovetravel.ge
📍 თბილისი,ანა კალანდაძის ქ. 6

დაჯავშნე შენი ადგილი დღესვე და გახდი ჩვენი ტაილანდური თავგადასავლის ნაწილი.