კოლიზეუმის საიდუმლო დერეფანი — გზა, რომლითაც იმპერატორი არენაზე შედიოდა

რომის კოლიზეუმში დამთვალიერებლებს ახლა შეუძლიათ გაიარონ იმპერატორისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა დერეფანი — კომოდუსის გასასვლელი. ეს ისტორიული სივრცე რესტავრაციის შემდეგ საზოგადოებისთვის 2025 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

როგორ შედიოდა იმპერატორი კოლიზეუმში?

დერეფანი კოლიზეუმის მიწისქვეშა ნაწილში მდებარეობს. ის იმპერატორს მისთვის განკუთვნილ ადგილთან აკავშირებდა და საშუალებას აძლევდა, არენაზე ხალხში შერევის გარეშე შესულიყო. მისი თაღოვანი ჭერი, ქვის კედლები და ვიწრო ღიობები დღესაც გვიყვება, როგორ იყო მოწყობილი ეს განსაკუთრებული გასასვლელი.

დერეფანი კოლიზეუმის აგების შემდეგ, სავარაუდოდ, ახ. წ. I–II საუკუნეების მიჯნაზე მოაწყვეს. მისი ნაწილი მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. სახელწოდება — კომოდუსის გასასვლელი — იმპერატორ კომოდუსს უკავშირდება, რომელიც გლადიატორული სანახაობებით იყო ცნობილი.

რა შეიცვალა კოლიზეუმში?

დერეფნის რესტავრაციის შემდეგ მისი მონახულება სპეციალური ბილეთით გახდა შესაძლებელი. 2026 წელს კი განახლდა კოლიზეუმის სამხრეთი გარე სივრცეც: ქვაფენილზე მონიშნულია ძველი თაღებისა და სვეტების განლაგება, რაც დამთვალიერებელს ამ ნაწილის თავდაპირველ მასშტაბზე წარმოდგენას უქმნის.

როგორ დავგეგმოთ ვიზიტი?

კომოდუსის დერეფნის სანახავად საჭიროა Full Experience Passaggio di Commodo ბილეთი. კოლიზეუმის ოფიციალურ გვერდზე მითითებული ინფორმაციით:

  • სტანდარტული ფასი: €32;

  • ვიზიტები ტარდება ორშაბათსა და ოთხშაბათს და სწაფად ივსება ხელმისაწვდომი ადგილები.

  • ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო ტური მითითებულია 14:00 საათზე;

  • ბილეთი მოიცავს კოლიზეუმის I და II დონეებს, რომაულ ფორუმსა და პალატინის ბორცვსაც;

  • ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვიზიტამდე 7 დღით ადრე.

განრიგი და ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ დაჯავშნამდე გადაამოწმე ინფორმაცია კოლიზეუმის ოფიციალურ ბილეთების გვერდზე.

თუ რომში მოგზაურობას გეგმავ -Love Travel დაგეხმარება მოგზაურობის დაგეგმვასა და შენთვის საინტერესო ადგილების აღმოჩენაში. მოგვწერე ან დაგვირეკე: +995 574 48 88 88.

Next
Next

7 გამორჩეული სასტუმრო მსოფლიოს ულამაზეს სანაპიროებზე, რომელთა გამოც მოგზაურობა ღირს