MADAGASCAR | მადაგასკარი

მოგზაურობა სულ სხვა სამყაროში

ლემურები* ბაობაბები * ველური ბუნება * ინდოეთის ოკეანე

ერთი ქვეყანა და რამდენიმე სრულიად განსხვავებული სამყარო.

მადაგასკარი არ ჰგავს არც კლასიკურ აფრიკას და არც ჩვეულებრივ ტროპიკულ კუნძულს.

აქ ერთ მოგზაურობაში შეხვდებით ლემურებს ტროპიკულ ტყეში, გაივლით გიგანტური ბაობაბების ხეივანში, აღმოჩნდებით Tsingy-ს ქვის ლაბირინთებში და მოგზაურობას ინდოეთის ოკეანის ულამაზეს კუნძულებზე დაასრულებთ.

ეს არ არის უბრალოდ დასვენება- ეს არის მოგზაურობა, რომლის მსგავსიც იშვიათად მეორდება.

ლემურები მადაგასკარი
ბაობაბები მადაგასკარი
Dramatic limestone pinnacles and eroded rock formations viewed from beneath a rocky overhang
Aerial view of two vividly colored turquoise and green volcanic crater lakes surrounded by rugged rock formations.
Four black-and-white ruffed lemurs sitting together in a wooden enclosure

01 / ANDASIBE

ლემურების სამყაროში

მადაგასკარზე მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება Andasibe-ის ტროპიკულ ტყეებში იწყება.

აქ, ბუნებრივ გარემოში, შეხვდებით მადაგასკარის ყველაზე ცნობილ ბინადრებს — ლემურებს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ლემურს, Indri-ს.

დილით ტროპიკული ტყის ბილიკებს გავყვებით, საღამოს კი სრულიად განსხვავებული გამოცდილება გველოდება — ღამის ტური ველურ ბუნებაში.

MUST DO

• დილის გასეირნება ტროპიკულ ტყეში
• Indri-ს ნახვა ბუნებრივ გარემოში
• ლემურებზე დაკვირვება
• ღამის Wildlife Tour